შეჩერების მექანიზმის ახალი ვარიანტი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ის დარღვევებია ჩამოთვლილი, რომლის შემთხვევაშიც ევროკომისიას საკმაოდ მარტივად შეუძლია უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეს ის შემთხვევაში მოხდება, თუ საზღვარზე არშეშვების ან დარღვევით დარჩენის შემთხვევები მნიშნველოვნად გაიზრდება, თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები მნიშვნელოვანად მოიმატებს და თუ ქვეყანა არ ითანამშრომელებს ე.წ. რეადმისიის, არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნების საკითხში. უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაშიც შეჩერდება, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება.