კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან პროფკავშირები საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა მინიმალური ხელფასისა და პენსიის გაზრდა და კომუნალური გადასახადების შემცირებაა. მიტინგის დაწყებამდე აქციის მონაწილეთა ჯგუფმა მთავრობის შენობის ბლოკირება სცადა. საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. გრუშევსკის ქუჩაზე გადაკეტილია ტრანსპორტის მოძრაობა. საზოგადოებრივ წესრიგს 2500 სამართალდამცველი უზრუნველყოფს.