ბარაქ ობამა აღიარებს, რომ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკა უნაკლო არ ყოფილა. მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ისლამური სახელმწიფოს წარმატებები ერაყსა და სირიაში თეთრი სახლის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელობა იყო. „არავინ ელოდა ისლამისტთა მხრიდან ასეთ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციებს, ათასობით მშვიდობიანი მცხოვრების დაღუპვას და ლტოლვილთა ასეთ რაოდენობას, თუმცა შეერთებულმა შტატებმა არსებული ვითარების გათვალისინებით, თავისი მაქსიმუმი გააკეთა,“-აღნიშნა ობამამ.