პაკისტანში კატასტროფის ადგილას 46 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. სამგზავრო თვითმფრინავი გუშინ ქალაქ ხაველიანის სიახლოვეს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 48 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი ჩიტრალა-ისლამაბადის რეგულარულ რეისს ასრულებდა. აფრენიდან რამდენიმე წუთში ლაინერი რადარებიდან გაუჩინარდა.