ალეპოელი ამბოხებულები 5 დღით ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. დროებითი ზავის განმავლობაში ისინი ქალაქიდან დაჭრილების გაყვანას შეძლებენ. ამბოხებულთა მოთხოვნაზე ოფიციალურ დამასკოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ დროისადვის ადადის არმია ალეპოს 75 პროცენტს აკონტროლებს. ამბოხებულებმა უკვე დათმეს ქალაქის ისტორიული ცენტრი.