ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის გეგმა განიხილა. ე.წ. ბრექსიტის გეგმას მხარი 448 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 75-მა დეპუტატმა მისცა. ლონდონი ბრიუსელთან ევროკავშირის დატოვების შესახებ ფორმალურ მოლაპარაკებებს მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს. პრემიერი მეი პირობას დებს, რომ მოლაპარაკების დეტალებს პერიოდულად საზოგადოებას გააცნობს.