რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გამოდის. ფრანცისკე პირველის თქმით, პრესაში ცრუ ინფორმაცია არ უნდა ვრცელდებოდეს.
„ვფიქრობ, მედია უნდა იყოს გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები და არ უნდა დაეცეს კოპროფილიის დონეზე. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-აღნიშნა პაპმა.