ბოლო 30 წლის განმავლობაში ჟირაფების პოპულაცია დედამიწაზე 40 პროცენტით შემცირდა. საგანგაშო სტატისტიკას გარემოს დაცვის საერთაშორისო კავშირი აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკით, 1985 წელს პლანენაზე 163 ათასამდე ჟირაფი ცხოვრობდა. დღეისათის კი მათი რიცხვი 98 ათასამდე არის შემცირებული. ამის მიზეზად ბრაკონიერობა, რეგიონალური კონფლიქტები , სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და სხვა ფაქტორები სახელდება.