ათენი ანკარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ბერძნულმა სასამართლომ თურქი სამხედროების ექსტრადირებაზე უარი თქვა. საკუთარ გადაწყვეტილებას ბერძნული მხარე იმით ხსნის, რომ თურქეთში სამხედროების ექსტრადიციის შემთხვევაში მათი უფლებები დაცული არ იქნება. თურქმა სამხედრო მოსამსახურეებმა საბერძნეთის საზღვარი 17 ივლისს, შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გადაკვეთეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.