სირიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე რუსეთმა, ჩინეთმა და ვენესუელამ გაეროს უშიშროების საბჭოში ალეპოს შესახებ რეზოლუცია დაბლოკეს. ამერიკული და ბრიტანული მხარის ინიციატივა ალეპოში 7 დღიანი ზავის გამოცხადებას ითვალისწინებდა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა საბჭოს წევრმა სამმა ქვეყანამ მისცა, ანგოლამ კი თავი შეიკავა. რუსეთის წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ალეპოში ზავის გამოცხადება მხოლოდ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.