მოსკოვი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს არაობიექტურობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. საუბარია ალეპოში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ორი რუსი მედდა ემსხვერპლა. წითელმა ჯვარმა მომხდარზე პასუხისმგებლობა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს დააკისრა, რასაც რუსული მხარის მწვავე რეაქცია მოჰყვა. წითელი ჯვრის განცხადებას შოიგუს უწყებამ ცინიკური უწოდა. თავდასხმა რუსულ მობილურ ჰოსპიტალზე ალეპოში გუშინ განხორციელდა.