საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტობა სურს. მანუელ ვალსი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ის პრემიერის თანამდებობას დღეს დატოვებს და საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთვება. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მანუელ ვალსმა განცხადება ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მწვავე განხეთქილების მქონე ფრანგ სოციალისტებში ერთიანობის აღდგენა სურს. ექსპერტების შეფასებით, ვალსს პრაიმერიზში გამარჯვების დიდი შანსია ქვს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მას მარინ ლეპენისა და ფრანსუა ფიიონის სახით ძლიერი კონკურენტები ეყოლება.