ჩეჩნეთი დოტაციის გაზრდას 13 მილიარდი რუბლით ითხოვს. საგანგებო განცხადება დარგობრივი ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორმა ზაურ დუკაევმა გააკეთა. მისი თქმით, დოტაციის აუცილებელი ოდენობა 2017 წლისთვის 53 მილიარდი რუბლით უნდა განისაზღვროს, რაც ბალანსირებული რეგიონალური ბიუჯეტისთვის არის საჭირო. სახელმწიფო ხარჯები კი მომავალი წლისთვის 74 მილიარდ რუბლამდე უნდა გაიზარდოს.