უზბეკეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად შავკატ მირზიოევი გამოაცხადა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ხმა ამომრჩეველთა 88,61-მა პროცენტმა ისცა. პრეზიდენტის პოსტი უზბეკეთში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.