რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სინანულს გამოთქვამს. სოციოლოგიური გამოკითხვა ლევადა-ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხულთა 56 პროცენტს საბჭოთა პერიოდისადმი ნოსტალგია აქვს, 29 პროცენტი კი თვლის, რომ საბჭოთა სისტების დაშლა გარდაუვალი იყო. სისტემის ნგრევის მიზეზად რესპოდენტთა 30 პროცენტი ელცინის, კრავჩუკისა და შუშკევიჩის გარიგებას ასახელებს, 23 პროცენტის აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი უცხო ქვეყნების გავლენა გახდა, 21 პროცენტი კი მთავარ მიზეზად სოციალურ უკმაყოფილებას თვლის.