ჩრდილოეთ დაკოტაში ნავთობსადენის მშენებლობა აქციების გამო შეჩერდა. ფედერალური ხელისუფლება მზადაა მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი განიხილოს. საპროტესტო აქციები ჩრდილოეთ დაკოტაში რამდენიმე თვე გრძელდებოდა. თავდაპირველად დემონსტრაციებში ძირითადად ინდიელები და გარემოს დამცველები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით კი მათ ცნობილი მსახიობები და ვეტერანებიც შეუერთდნენ.