რუსეთი ვაშინგტონისთვის ნომერი პირველი საფრთხეა. ამის შესახებ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა დებორა ჯეიმსმა სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.“ჩვენს წინაშე მთელი რიგი საფრთხეებია, თუმცა რუსეთმა თავისი ბირთვული პოტენციალის გამო შესაძლოა ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე შეუქმნას," - აღნიშნა ჯეიმსმა.