რუსეთში სტიქიას ებრძვიან. სოჭის სანაპიროს თავს ძლიერი შტორმი დაატყდა. ქარიშხლის სიჩქარემ წამში 30 მეტრი შეადგინა. ადიდებულმა ზღვამ სანაპირო მთლიანად დატბორა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც. ძლიერი შტორმის გამო შეფერხდა აეროპორტის მუშაობაც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.