ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლე პოლიციაში დაიბარეს. სარა ნეთანიაჰუ დაკითხვაზე 11 საათი იმყოფებოდა. ის სახელმწიფო ფონდების უკანონო გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. საუბარია ძვირადღირებულ სადილებსა და მზარეულებზე, რომელსაც ბრალდების მხარის მტკიცებით, პრემიერის ცოლი სახელმწიფო ფონდებიდან აფინანსებინებდა. სარა ნეთანიაჰუ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.