ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მოლაპარაკების დაწყებამდე ტერეზა მეიმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბრიტანეთის უცვლელ და მნიშნელოვან პოზიციაზე ისაუბრა. ნატოში ბრიტანეთის ფინანსური წვლილის და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გარდა პრემიერ-მინისტრმა კიბერუსაფრთხოებაში ახალ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება. იენს სტოლტენბერგმა მეის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დიდი ბრიტანეთის კონტრიბუციას სამშვიდობო მისიებში მისაბაძი მაგალითი უწოდა.