კარიბის ზღვის სანაპიროებს ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა. ქარიშხალი ოტო თავს პანამისა და კოსტა-რიკის ზღვისპირა რაიონებს დაატყდა. სტიქიამ პანამაში 7 ადამიანი იმსხვერპლა. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო პანამაში სტიქიური საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.