გერმანიაში ცნობილი რუსი სპორტსმენი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „აუსგბურგერ ალგემაინე“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონს კიკბოქსინგში მუსა მუსალაევს თავს ნიღბიანი პირი დაესხა. სპორტსმენს მან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.