შეერთებულ შტატებს რუსეთთან ცივი ომი არ სურს, თუმცა საკუთარ მოკავშირეებსა და პარტნიორებს დაიცავს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, რუსეთი, ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო წესრიგი დაიცვას, რუსეთი ზიანს აყენებს იმ პროგრესს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. მაგალითად შემიძლია უკრაინა, საქართველო და სირია მოვიყვანო. ჩვენ რუსეთში მტერს არ ვეძებთ, მაგრამ მსოფლიო წესრიგს დავიცავთ,“-ნათქვამია ინტერვიუში, რომელიც კარტერმა ლონდონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს მისცა.