რეჯეფ თაიფ ერდოგანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა 2029 წლამდე დარჩეს. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს ნაციონალისტური ბლოკის ლიდერმა დევლეთ ბახჩელმა მიმართა. ახალი კანონმპროექტი პრეზიდენობის ვადისა და უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, გაუქმდება პრემიერ-მინისტრის პოსტი. პრეზიდენტს კი ორი მოადგილე ეყოლება.