თურქეთი ნატოს ერთიანობის წინააღმდეგ არასდროს წავა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თურქეთი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას შეუქმნის საფრთხეს. რაც შეეხება ანკარის მიერ რუსეთთან დაწყებულ მოლაპარაკებას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესახებ, ეს თურქული მხარის გადასაწყვეტია. თუმცა ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ერთნაირი შეიარაღება ჰქონდეს,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.