ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგება სურს, თუმცა მხარს არ უჭერს იდეას, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას „გადატვირთვა“ ეწოდოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ნიუ იორქ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „კარგი იქნება, თუ მე და პუტინი ერთმანეთს გავუგებთ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს „გადატვირთვა“ ეწოდოს. მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონის მცდელობამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაეუმჯობესებინა, მარცხი განიცადა, ამ ტერმინის გამოყენება არ მსურს,“-აღნიშნა ტრამპმა.