ბარაქ ობამამ თეთრ სახლში მეცნიერებს, ჰოლივუდის მსახიობებს, მომღერლებს, ჟურნალისტებსა და სპორსტმენებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა საზოგადოების წარმომადგენლები თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. უმაღლესი ჯილდო რობერტ დე ნიროს, რობერტ რედფორდს და ტომ ჰენქსს, ტელეწამყვან ელენ დეჯენერესს, კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს, მომღერალ დაიანა როსსა და სხვა ცნობილ ადამიანებს გადაეცა. თავისუფალის მედლით შეერთებულ შტატებში ამერიკის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის, ასევე, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოვებენ.