უკრაინის უსაფრთოების სამსახურმა ორი რუსი სამხედროს დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ისინი ყირიმის საზღვართან აიყვანეს. ძალოვნების ცნობით, საქმე უკრაინის არმიის ყოფილ ჯარისკაცებს ეხება, რომლებიც რუსეთის მხარეს გადავიდნენ და ყირიმში მოსახვედრად ყალბი დოკუმენტების შეძენას ცდილობდნენ. ისინი კურიერთან შეხვედრის მცდელობისას აიყვანეს. ფაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე გამოეხმაურა და დაკავებას უკანონო უწოდა.