ევროპარლამენტი ევროკავშრის ქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში საერთო თადაცვის სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს. 22 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის დახარჯვა მოუწევთ, რაც საერთო „თავდაცვის კავშირის“ შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ევროპარლამენტარების აზრით, საერთო ოპერაციების დასაგეგმად, საჭირო იქნება ევროკავშრის საერთო შეიარაღებული ძალებისა და საერთო შტაბბინის შექმნაც.