ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციასა და დეფაქტო აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ცნობს. ქერიწ უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ.შეთანხმება არალეგიტიმურია. „შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მკაფიოა. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები კვლავაც მყარ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 2008 წლის შეთანხმებთ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.