ულიუკაევი შეუძლოდ გახდა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შინაპატიმრობაში მყოფი ყოფილი მინისტრის ბინაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამჟამად ექსმინისტრის მდგომარეობა სტაბილურია. რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 15 ნოემბერს დააკავეს.