ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა აღარ ემუქრება. საკასაციო სასამართლომ მუჰამედ მურსის საქმესთან დაკავშირებით განმეორებითი მოსმენა დანიშნა. ექსპრეზიდენტს ბრალად პალესტინურ დაჯგუფება ჰამასის სასარგებლოდ ჯაშუშობა, ციხიდან რადიკალთა გაქცევისა და 2011 წლის მასობრივი არეულობების ორგანიზება ედებოდა, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.