იაპონიაში ცუნამის საფრთხე გაუქმდა. განგაში ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ფუკუშიმას პრეფექტურაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ივაკადან ჩრდილო-დასავლეთით 67 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცუნამის საფრთხის გამო სანაპირო რაიონებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.