კალიფორნია დამოუკიდებლობას ითხოვს. „ლოს ანჟელეს თაიმსის“ ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფმა შტატის პროკურატურას რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით უკვე მიმართა. ისინი ბრიტანული რეფერენდუმის ანალოგის, ე.წ. „კალიქსითის“ ჩატარებას 2019 წლისთვის მოითხოვენ. პეტიციას ხელი 13 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე მოაწერა. ინიციატივამ მას შემდეგ გაიჟღერა, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ჰილარი კლინტონის დამარცხებას ლოს ანჟელესში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.