თურქეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს ეხმაურება. „ის, რაც ტრამპის საწინააღმდეგოდ ევროპასა და შეერთებულ შტატებში გაკეთდა, დემოკრატიის უპატივცემულობაა. ვისაც სჯერა საარჩევნო სისტემის, პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს. თუ ამას ვერ ახერხებენ, ე.ი. მათ დემოკრატია არ ესმით,“-აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.