თურქეთის პარლამენტში სკანდალური კანონპროექტი უკვე შევიდა. საკანონმდებლო ცვლილება არასრულწლოვანებთან სექსისთვის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის მამაკაცები იმ შემთხვევაში არ დაისჯებიან, თუ ისინი გოგონებს ცოლად მოიყვანენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ გზით არასრულწლოვანთა გაუპატიურების ლეგალიზებას ცდილობს, რაც დაუშვებელია.