გასული დღე-ღამის განმავლობაში შეერთებულ შტატებში პოლიციელებს თავს 4-ჯერ დაესხნენ. ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში 50 წლის სამართალდამცველი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს. პოლიციელს ჯარიმის გამოწერის დროს გზაზე გამვლელი მანქანიდან დამიზნებით ესროლეს. მსგავსი შემთხვევა მოხდა მისურის შტატშიც. უცნობმა შეიარაღებულმა პირმა საცობში, პოლიციის მანქანაში მჯდომ სამართალდამცველს ორი ტყვია დამიზნებით ესროლა. ფლორიდაში კი, კუნძლ სანიბელზე ორმხროვი სროლისას სამართალდამვცელი მსუბუქად დაშავდა. თავდასმხმელი კი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებზე თავდასხმების გამო შტატებში უსაფრთოების ზომები გამკაცრდა.