ჰერეროს შტატში სამართლდამცველებმა 9 ადამიანის ცხედარი იპოვნეს. გვამებს წამების კვალი აღენიშნება. გარდაცვლილთაგან რამდენიმეს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. ჰერეროს შტატი მექსიკაში ყველაზე კრიმინალურ და საშიშ რაიონად მიიჩნევა, სადაც ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადის.