დონალდ ტრამპმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც პრეზიდენტის რანგში პირველი სამუშაო დღის განგირი დაასახელა. აშშ მომავალი პრეზიდენტი ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებების შეცვლას არ აპირებს და რომ პირველ რიგში საგარეო პოლიტიკას, ვაჭრობის საკითხებს და მიგრაციის პრობლემას მიხედავს. უკვე ცნობილია, რომ თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეს ტრამპი ტრანს-ატლანტიკური სავაჭრო პარტნიორობიდან გასვლას გეგმავს. რაც შეეხება მიგრაციას, ტრამპი სავიზო რეგულაციების გადახედავას და ვიზების გაცემის გამკაცრებას ითხოვს.