საფრანგეთში მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ბერნარ კაზნევის თქმით, სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ თავდასხმებს გეგმავდნენ. ეჭვმიტანილებს შორის ავღანეთის, მაროკოსა და საფრანგეთის მოქალაქეები არიან. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.