ადამიანის სიკვდილის დრო განსაზღვრეს ავსტრიელმა მეცნიერებმა, ღორის ქსოვილებზე ექსპერიმენტების ჩატარებით, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგია გარდაცვალების ზუსტი დროის დადგენის საშუალებას იძლევა.
კვლევაში მონაწილე დოქტორი პარკინსონის მეთოდები, ღორის ორგანიზმის გახრწნის პროცესში ბაქტერიული ცვლილებების, მოლეკულური ბიოლოგიისა და ქიმიური ზემოქმედების შესწავლას ეყრდნობა. მუშაობის პროცესში იგი ადამიანის სხეულში მიმდინარე მსგავს პროცესებს აკვირდებოდა.
„კვლევამ აჩვენა, რომ სხეულის ბაქტერიებთან ერთად გარემოში არსებული ბაქტერიებიც დიდ როლს თამაშობენ. გარდაცვლილი ადამიანისა და ღორის სხეულში არსებული ბაქტერიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მსგავს ფუნქციებს ასრულებენ. ღორის სხეული შესაძლოა განვიხილოთ, როგორც მოდელი და მასზე დაკვირვებით ადამიანის გარდაცვალების დროის საკმაოდ ზუსტი მიღება არის შესაძლებელი. ამ კვლევას შორს მიმავალი გეგმები აქვს.“- განაცხადა დოქტორმა პარკინსონმა.
ამ დროისათვის მეცნიერთა ჯგუფი ადამიანის სხეულის ინდექსის, ტემპერატურისა და ტენიანობის სისტემატიზაციაზე მუშაობს. ტექნიკის გაუმჯობესების შემთხვევაში კი შესაძლებელია მისი კრიმინალისტიკაში გამოყენება.