"პირველად, უკანასკნელი 13 თვის განმავლობაში სექტემბერი იყო პირველი თვე, რომელიც საბანკო სექტორმა წმინდა მოგებით დაასრულა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციისას.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვეა დეპოზიტების მოცულობის აღმავლობის ტენდენცია შეინიშნება.
"დღევანდელი მდგომარეობით დეპოზიტების მოცულობამ ომამდე არსებულ დონეს გადააჭარბა", - განმარტა მან.
რაც შეეხება სესხებს, გიორგი ქადაგიძის თქმით, მთლიან სესხებში უმოქმედო სესხების წილი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება.