საფრანგეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ კალეს ლტოლვილთა ბანაკის დემონტაჟი დასრულთა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ბიბისის ჟურნალისტები. მათი ინფორმაციით, ე.წ. ჯუნგლების ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ლტოლვილი მაინც რჩება. ბანაკში დარჩენილთა შორის ასამდე მოზარდია. მოხალისეებმა საგანგებოდ ბავშვებისთვის უკვე მოაწყვეს დროებითი თავშესაფარი და იმპროვიზებული სკოლა, მანამდე, ვიდრე არასრულწლოვანებს შესაბამის ცენტრებში გადაიყვანენ. კალეს ჯუნგლებიდან უკვე მოხერხდა 5 596 ლტოლვილის ევაკუაცია.