რუსეთის ყოველი მეორე მოქალაქე უკრაინასთან მეგობრობის მომხრეა. სოციოლოგიური გამოკითხვა „ლევადა ცენტრმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, უკრაინასთან ღია საზღვრებსა და უვიზო მიმოსვლას გამოკითხულთა 48 პროცენტი უჭერს მხარს. „ლევადა ცენტრმა“ ასევე გამოაქვეყნა უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 43 პროცენტი ასევე მომხრეა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის.