1970 დან 2012 წლამდე მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 58%-ით შემცირდა. საგანგაშო სტატისტიკას მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი (WWF) აქვეყნებს.
ფონდის ანგაარიშის თანახმად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2020 წლისთვის ფაუნის შემცირების მაჩვენებელი 67 %-მდე გაიზრდება.
ექსპერტები განმარტავენ, რომ ცხოველების პოპულაციის შემცირება ადამიანის საქმინობას უკავშირდება. ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეპტილიების რაოდენობის შემცირების მიზეზებად გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და სახელდება.
ყველაზე მეტად შემცირდა იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ბუნადრობენ.