ე.წ.სამხრეთ ოსეთი ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურათ ჯიოევმა სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინერვიუში განაცხადა. „მათ ძალიან დიდი რესურსი და ბევრი საწარმო აქვთ. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ჩვენი ბაზრისთვის საინტერესოა. ჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვართ ერთობლივი საწარმოების შექმნით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,“-აღნიშნა ჯიოევმა.