ვენესუელის ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს. ამის შესახებ მხარდამჭერთა მიტინგზე გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. ვენესუელის ლიდერმა მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში თვეზე მეტია გრძელდება. მოსახლეობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს. მრავალათასიანი აქციები ვენესუელის სხვადასხვა ქალაქში გუშინაც გაიმართა. პოლიციამ დემონსტტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და 40-მდე აქტივისტი დააკავა. შეტაკებისას 20-მდე ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი პოლიციელის დაღუპვის შესახებაც.