იტალიაში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცი ტოლეტინოში გულის შეტევით გარდაიცვალა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშმაც, რომელიც სავარაუდოდ კედლის ჩამონგრევისას დაშავდა. 6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები იტალიაში გვიან ღამით, პერუჯადან 58 კილომეტრში დაფიქსირდა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულის შესახებ, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.