ნატოს მოსკოვთან კონფრონტაცია არ სურს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი მზად არის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს, რის გამოც ნატოს წევრი ქვეყნები კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების გაგზავნისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს გაგრძელდება. სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.