რუსეთის გამო ესპანეთს ნატოს დანარჩენი წევრები დაუპირისპირდნენ. საქმე რუსულ სამხედრო გემებს ეხება. სირიის მიმართულებით მცურავმა სამხედრო გემებმა საწვავის შევსების თხოვნით ესპანეთის პორტ სეუტას მიმართეს. მადრიდის მზადყოფნამ, პორტში რუსული ფლოტის გემები შეეშვა, ნატოს უკმაყოფილება გამოიწვია. ალიანსის რეაქციას უკვე მოჰყვა ოფიციალური მოსკოვის რეაქცია. რუსეთმა გემების საწვავით მომარაგების მოთხოვნა უკან გაიწვია.